Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული მხარისთვის სოფელ ჩორჩანას გამო საოკუპაციო რეჟიმის პროტესტი მიუღებელია

29 აგვისტო, 2019 13:19

გუშინ, 28 აგვისტოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. 

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების „გაღიზიანება“, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანის ტყეში გზის გაყვანას და პოლიციის საგუშაგოს განთავსებას მოჰყვა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოითხოვენ, რომ ქართულმა მხარემ ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან გაიყვანოს შეიარაღებული ფორმირებები და უკანონო მშენებლობა შეწყვიტოს. 

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის კი მიუღებელია პროტესტი, რომელსაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება გამოთქვამს. 

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, „ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა ჩვენი უფლებაა და პროტესტი მიუღებელია“. 

„ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რაც ჩვენი უფლებაა და ამაზე პროტესტი ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც ეს არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, სადაც სრული უფლება გვაქვს, ვაწარმოოთ ის სამუშაოები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ". 

ერგნეთში ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა. შეხვედრას ესწრებიან ქართული და რუსული მხარის უწყებების წარმომადგენლები, ასევე, ოსური მხარის ე.წ. უწყებების წარმომადგენლები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^