Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამ დროისთვის სოფელ ჩორჩანაში სიმშვიდეა

30 აგვისტო, 2019 11:29

ამ დროისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში სიმშვიდეა. ადგილზე არ გამოჩენილან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. 

გუშინ, 29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს აღება. 

„იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შესრულდება, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მიიღებს ყველა კანონიერ ზომას მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და საზღვრის დაცვისთვის", - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა სააგენტო „რეს“ განუცხადა. 

დილიდან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლის განცხადების და ულტიმატუმის შემდეგ რამდენიმე ოჯახმა სოფელი დატოვა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ვაჟა ლომიძის განცხადებით, „ამ დროისთვის, სოფელში სრული სიმშვიდეა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სრულიად უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება".

ჩორჩანაში, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან, იმყოფებიან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე დე ფაქტო ხელისუფლება ერთის მხრივ პოზიციას შეარბილებს და მეორე მხრივ, გაითვალისწინებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც ადგილზეა და ეს ფაქტობრივი მოცემულობა არის ძალიან მარტივი - ხაშურის რაიონში მდებარე სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამადეც და მის შემდეგაც იყო და არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია“,- ამის შესახებ საქართველოსუსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც საგარეო საქამეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, აღნიშნა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, მიმდინარეობს მათი ინფორმირება, რათა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია.

საგარეო უწყებამ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელა

„მსგავსი დესტრუქციული ქმედება წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას. 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად", - წერია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^