პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობას ტოვებს.
„განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე.
მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.
მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს.
დღეს 15:00 საათზე ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველა შეკითხვას ვუპასუხებ", - წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში.
ვრცელი განცხადება, რომელიც მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, ანგარიშია, რომელიც საქართველოს პარლამენტისთვის უნდა წარედგინა. პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 27 ივნისს უნდა წარმდგარიყო, თუმცა ბახტაძის მოსმენა მაშინ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო.
მამუკა ბახტაძის განცხადების სრული ვერსია.