Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაატა სალია: „კურიერი" ისევ ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება იქნება

02 სექტემბერი, 2019 16:31

ტელეკომპანია „რუსთავი2"-ს განახლებული საეთერო ბადით მაყურებელი, რამდენიმე დღეში იხილავს და ამისათვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია „რუსთავი 2-ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, ახალ სატელევიზიო სეზონზე ბევრი სიახლე გველის. ეთერში გამოჩნდებიან ახალი თანამშრომლები, ასევე  ვიხილავთ ძველ სახეებსაც. იგი მაყურებელს ჰპირდება, რომ `კურიერი" სატელევიზო ბაზარზე ისევ ნომერ პირველი საინფომრაციო გამოშვება იქნება. 

"მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ აუცილებლად ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი. კომედის ჯგუფის ძალიან დიდი ნაწილი  ჩვენთან არის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის, დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი.. შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ეთერში დაგეგმილი გრაფიკით შევიდეთ... ძალიან მალე დავაბრუნებთ "კურიერს“.. მე ვსაუბრობ, რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია პირველებმა, რაც ხდება ქვეყანაში" - განაცხადა, არხის გენერალურმა დირექტორმა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^