
„მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას თქმით, თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.
ვახტანგ გომელაური დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანია