უკრაინის პარლამენტმა დღეს, 3 სექტემბერს, ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და დეპუტატების იმუნიტეტი გააუქმა.
კანონპროექტს, რომელიც წინა მოწვევის უმაღლეს რადაში, 2017 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარადგინა, 373 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პრორუსული პარტიას „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის".
საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლიდან შევა ძალაში. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, დეპუტატთა დაპატიმრების, დაკავების ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნისთვის პარლამენტის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.