აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა.
კალიფორნიელი დიპლომატი კელი დენიანი ამჟამად აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში.
25-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, იგი იყო პოლიტიკური მრჩეველი ნატოში აშშ-ს წარმომადგელობაში და ასევე თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილე. კოსოვოსა და იტალიაში იკავებდა აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას.
დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნის სპეციალური თანაშემწე და სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საქართველოში ელჩი 2018 წლის მარტიდან არ ჰყავს. ამჟამად აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.