Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების გამო პრეზიდენტს ხელისუფლებაშიც აკრიტიკებენ

04 სექტემბერი, 2019 14:11

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, რატომ მოხვდა მის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე. მისი დუმილის ფონზე გარკვეული კომენტარების გაკეთება მოუხდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწუნებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს მისი დისკრეციული უფლება იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პოლიციელის მკვლელის შეწყალება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია:

„წინააღმდეგი ვარ იმ ადამიანების შეწყალების, რომელთაც ხელი აღმართეს პოლიციელზე, ბრალი მიუძღვით პოლიციელის მკვლელობაში ან პოლიციელის მიმართ ძალადობაში. შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, თუმცა ვერ უარყოფთ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოებასთან ერთად შექმნა ისეთი დემოკრატია, სადაც ოპოზიციას, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, მოქალაქეებს შეუძლიათ განსხვავებული პოზიციები იქონიოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაეთანხმონ მას ან არ დაეთანხმონ“, - განაცხადა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ მიიღო სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილება, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ შეწყალების კანდიდატები პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა: „ვფიქრობ, რომ როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის ან ისეთი ადამიანის მკვლელობა, რომელიც არის სახელმწიფოს სახე, სახელმწიფოს წარმომადგენელი, მათი სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ მოხდეს. მე ამას ვისურვებდი“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც „ლიბერალს“ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურში განუმარტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია შესაწყალებელ მსჯავრედებულთა სიას მათ უწყებასთან არ ათანხმებს. ამ საკითხზე კომუნიკაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად, პენიტენციურ სამსახური უგზავნის კონკრეტულ მსჯავრდებულთა პირად საქმეებს და ინფორმაციას დაწესებულებაში მათ ქცევასა და დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით.

დევაძის შეწყალების გამო სალომე ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია და მისი რეზიდენციის წინ საპროტესტო აქციებიც გამართა.

ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: „პოლიციას, რომელიც წლების განმავლობაში პირადი რისკის ფასად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ქართულ სახელმწიფოებრიობას იცავდა, ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს დაუქვემდებარა, ღირსება შეულახა. დღეს პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა, დამცირება, დაკნინება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა უკვე, ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი“ - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამაზ დევაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის სექტემბერში 12 წლით პატიმრობა შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უმცროს-ინსპექტორის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიუსაჯა.

რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს 33 პატიმართან ერთად შეიწყალა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^