„ლიბერალი“ სამუშაოდ იწვევს რეპორტიორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მოამზადოს ჟურნალისტური ნამუშევრები ვებგვერდ liberali.ge-სა და მისი სოციალური მედიის არხებისთვის.
განმცხადებლებს უნდა გააჩნდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები, ფლობდნენ ცოდნას ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ, აინტერესებდეთ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი.
დამატებითი მოთხოვნები:
- გამოცდილება ახალი ამბების მომზადებაში (სასურველია);
- ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ახალი მედიის ინსტრუმენტების ფლობა;
- ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი, რეზიუმესთან და ორ ჟურნალისტურ ნამუშევართან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
განაცხადის გაგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება (რეპორტიორი) !
განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა.
„ლიბერალის“ რედაქცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
„ლიბერალი“ დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ პოლიტიკური გამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებასა და განსხვავებულ თვალსაზრისს მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.