Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტელეკომპანია „ფორმულას" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა

05 სექტემბერი, 2019 15:36

„ფორმულას“ დამფუძნებლებმა კომპანიის წილის გარკვეული ნაწილი დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ დათმეს და შედეგად ტელეკომპანიის საკონტროლო - 51 პროცენტის მესაკუთრე უკვე თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახდა.

3 სექტემბერს სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დანარჩენ 49 პროცენტს თანაბრად ინაწილებენ მიშა მშვილდაძე - 12.25, ირაკლი საღინაძე - 12.25, გიორგი ლიფონავა - 12.25, ზუკა გუმბარიძე - 12.25 პროცენტი. მანამდე თითოეული 25- 25 პროცენტს ფლობდა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია 29 აგვისტოს მიანიჭა. „ფორმულა“ მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს.

„ფორმულას“ დამფუძნებელი ირაკლი საღინაძე „ლიბერალთან" აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები. შეთანხდნენ „წითელ ხაზებზე", რაც უზრუნველყოფდა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას. ხოლო თუ დაირღვა დათქმული პირობა ისინი უბრალოდ გამოეთიშებიან მმართველობას და ტელევიზია ვეღარ იფუნქციონირებს, იმ პირობებშიც კი როდესაც კეზერაშვილი 51 პროცენტის მფლობელი იქნება. ირაკლი საღინაძის განცხადებით, არხის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ბორდიც, რომლის ჩამოყალიბებასაც აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსანი დავით კეზერაშვილს 2004 - 2006 წლებში ფინანსური პოლიციის უფროსი იყო,  2008 წლის დეკემბრამდე კი თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.

2012 წლის შემდეგ, პროკურატურამ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე დაიწყო გამოძიება. ბრალდებები ხუთ ეპიზოდს მოიცავდა და უკავშირდება ფულის გათეთრებას, თანხების გაფლანგვას, კორუფციას, 7 ნოემბრისა და იმედის საქმეებს. დღეისთვის იგი არც ერთ მათგანზე არ არის მსჯავრდებული.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძვლზე 2013 წელს კეზერაშვილზე, ინტერპოლის მეშვეობით, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, თუმცა 2015 წელს იგი ძებნილთა სიიდან ამოიღეს. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მხარისგან არ დაკმაყოფილდა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მისი ექსტრადიციის თაობაზე.

2017 წლის შემოდგომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა, დღეს კი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.  

2019 წლის 1 აგვისტოს დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მეგობრებთან ერთად აპირებს ახალი სატელევიზიო პლატფორმის შექმნას, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფლების და პროგრესის ხმას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^