Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაატა შამუგიას დამსაქმებლის ვაკანსია

09 სექტემბერი, 2019 16:56

პოეტი პაატა შამუგია ვებ-პორტალ „სიტყვა და საქმე"-ზე პაატა შამუგიას დამსაქმებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანსიას უცვლელად გთავაზობთ.

პაატა შამუგიას დამსაქმებლის ვაკანსია

ვაცხადებ ვაკანსიას დამატებით სამსახურში ჩემს დამქირავებელზე (ნახევარი განაკვეთი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

• იყოს ასატანად კეთილსინდისიერი;
• გადამიხადოს აუტანლად ღირსეულად;
• შემიქმნას მუშაობისთვის სასიამოვნო გარემო.

მოთხოვნები

• დამსაქმებელს ევალება, იყოს კომუნიკაბელური, ფლობდეს ნერვებს და სტრესულ სიტუაციებში გაღიმების უნარს;
• უნდა ჰქონდეს დამქირავებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები

• დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, სხვისი შრომის პატივისცემისა და ხელფასის დროულად გაცემის უნარი;
• დამსაქმებელს უპირატესობად ჩაეთვლება პოეზიისა და აჭარული ხაჭაპურის მინიმალურ დონეზე სიყვარული.

CV გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ვაკანსიის საჭირო მონაცემები

საგანმანათლებლო ხარისხი: დიპლომირებული სპეციალისტი

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო გრაფიკი: სრული დღე

სამუშაო გამოცდილება: 5 წელზე მეტი

ვაკანსიის მაძიებლის სქესი: ნებისმიერი

ვაკანსიის დეტალური მისამართი: თბილისი

საკონტაქტო ელ.ფოსტა: [email protected]

მართვის მოწმობის საჭირო მონაცემები

 B კატეგორია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^