Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის ღირსების შემლახველი განცხადებისთვის უჩივის

10 სექტემბერი, 2019 11:05

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატსა და პარლამენტის ვიცე სპიკერს, გია ვოლსკის, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 221 952 ლარს მოითხოვს.

როგორც ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მასსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, რაც აგრეთვე გამოიხატება სხვადასხვა სამთავრობო პირების საჯარო გამოსვლებში. ჯაფარიძე გამოთქვამს ეჭვს, რომ პროკურატურას მიღებული აქვს მათზე შემოტევის დავალება, რის შედეგადაც შეითხზა სრულიად აბსურდული ბრალდება და დაუწესდათ ბრუტალური რეპრესიული ხასიათის შეზღუდვები.

ჯაფარიძის განცხადებით, ქართული ოცნების მთავარი სახეები არღვევენ წესიერების ელემენტარულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში გვევლინებიან. ამ მხრივ კი გამორჩეულ პერსონად ასახელებს გია ვოლსკის, რომელიც მათი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს: „ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ "ფაქტებს" იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა. ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ. ვინ იქნება შემდეგი დრო გვიჩვენებს“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გია ვოლსკი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აღძრულ საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ძალიან საეჭვო ტრანზაქცია განხორციელდა, მათ სესხად გასცეს 17 მილიონამდე დოლარი ისე, რომ არ მოუთხოვიათ ამ თანხის უზრუნველყოფა: „წარმოიდგინეთ, რომ ეს სესხი დაბრუნდა მათ პირად ანგარიშებზე არაოფიციალურად, შემდეგ შეიქმნა ოფშორული კომპანია, სადაც ეს თანხა ისევ ჩაირიცხა. ასეთ საკითხებში მხილებული ადამიანი ამბობს, რომ მას უნდა პოლიტიკაში შემოსვლა და ეს იმიტომ ხდება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის, მაგრამ კავშირი არის აბსოლუტურად ღია და აშკარა ყველასთვის, რომ პოლიტიკით თუ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებით ადამიანი ცდილობს თავი დაიცვას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^