საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
ნოდარ ხადურს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტი 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე ეკავა. 2016 წლიდან კი, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო.