Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2 " - კომპანიის „ფეისბუქ" გვერდს უკანონოდ იყენებენ

10 სექტემბერი, 2019 14:25

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის განცხადებით, მათ „ფეისბუქ" გვერდზე ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს. საუბარია, „მთავარი არხის" პირდაპირ ეთერებსა და სიუჯეტებზე, რომელიც მათ „ფეისბუქ" გვერდზე ზიარდება.

„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისის, ნოდარ მელაძისგან, ვერ ახერხებს დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები.

„უკვე რამდენიმე დღეა რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს. რუსთავი 2-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს", - წერია განცხადებაში. 

პაატა სალიას განცხადებას, „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. მელაძის თქმით, ტყუილია, რომ სალია გვერდის ადმინისტრატორის უფლების გადაბარებას ითხოვს. 

„ტყუილია 1 - რუსთავი 2 ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, არის ამ დრომდე ამ გვერდის რედაქტორი, შედით და ნახეთ სეთინგებში რა ლაივი გავუშვი პირადად მე - პასუხი არც ერთი.

ტყუილია 2 - ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი, არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო.

"უპასუხისმგებლობა" - Paata Salia ამას განცხადებაში ჩემზე წერთ? ეს ტექსტი ალბათ თქვენი დაწერილი არ არის. უპასუხისმგებლობაზე და დანარჩენ ბევრზე შემიძლია უფრო მეტი გელაპარაკოთ. ამ პოსტს გავარგძელება ექნება ახლა არ მცალია. დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს....", - წერს მელაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^