Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირმა ინაშვილის კონფერენციაზე მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

10 სექტემბერი, 2019 15:00

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა" და „მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ხმაური იყო. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

როგორც ინაშვილმა განაცხადა, გუშინ ამავე კონფერენციაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და ის პასუხის გასაცემად მივიდა.

„მოვედი კონფერენციაზე, რადგან „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრობენ. მინდა, უბრალოდ გავაკეთო განმარტებები, ვისაუბრო ჩემი პარტიის ხედვაზე. მე ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მაქვს უფლება, მივიღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში, ვინაიდან სამი დღის განმავლობაში გიგა ბოკერია საუბრობს ჩვენზე ცილისწამებას, ტყუილს ავრცელებს ჩვენთან მიმართებაში და მაქვს საშუალება, პასუხი გავცე. ჩვენი დამახინჯებული ციტატები წარმოადგინეს, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი. მინდა, ბოკერიას ვუწოდო მატყუარა და გავაკეთო განმარტებები. ჩვენ არც კანონი დაგვირღვევია და დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ მომეცეს ჩემი აზრის დაფიქსირების საშუალება. მე უარი მითხრეს. მოვედი, ვთხოვე ორგანიზატორებს, რომ მონაწილეობა მიმეღო კონფერენციაში. მითხრეს, რომ დამეტოვებინა დარბაზი. რატომ უნდა დავტოვო? მინდა, მოვისმინო, მნიშვნელოვანი თემაა განსახილველი და შემდეგ ვითხოვო უბრალოდ რამდენიმეწუთიანი გამოსვლა“, - განაცხადა ინაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაესწროს ამ კონფერენციას. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ რეგისტრაციაა. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, შეგიძლიათ, მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა კონფერენციაზე შეჭრა გულწრფელად, რომ ვთქვა უხეშობაა. ვიმედოვნებ, ახლა ყველა დამშვიდდება და განვაგრძობთ იქიდან, სადაც შევჩერდით“, - აღნიშნა კრამერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^