Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონპროექტი მიიღო

10 სექტემბერი, 2019 16:18

უკრაინის პარლამენტმა, „ვერხოვნა რადამ", დღეს, 10 სექტემბერს, მიიღო კანონპროექტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. შესაბამის გადაწყვეტილებას 245-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

კანონპროექტის მიხედვით, „რადას“ ეძლევა უფლება, ქვეყნის პრეზიდენტი გადააყენოს მხოლოდ სახელმწიფო ღალატისა და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. 

დღემდე არსებული კანონი, რომელიც პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, იმპიჩმენტს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა. მასში მითითებული არ იყო იმპიჩმენტის პროცედურისთვის აუცილებელი საგამოძიებო კომისიისა და მათი წევრების სტატუსი.

კანონპროექტი, „ვერხოვნა რადას", უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 აგვისტოს წარუდგინა. ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი პირობაც სწორედ სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის შესაბამისი მექანიზმის რეგულირება იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^