საქართველოს კათოლიკოს-
„სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას", ამის შესახებ ილია მეორე წერილში საუბრობს, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა: ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმება მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლვად.
უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში,“ - ნათქვამია წერილში.