Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს

12 სექტემბერი, 2019 16:40

ისევ დაუდევრობა, ისევ უყურადღებოდ დატოვებული გაზქურა და აფეთქებას გადარჩენილი კიდევ ერთი კორპუსი - „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს.

კორპუსის შესაძლო აფეთქების შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს:

„საბურთალოს რაიონიდან, ვაჟა ფშაველას პირველი ჩიხიდან „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე მოქალაქის შეტყობინება შემოვიდა, რომელმაც განმარტა, რომ ერთ-ერთი სადარბაზოს დაკეტილი ბინიდან  გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ზარის შემოსვლიდან მალევე ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ბრიგადამ სპეციალური აღჭურვილობით შეამოწმა კორპუსის სადარბაზოები, სავენტილაციო არხები და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სპეციალურმა აპარატმა გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სასწრაფო წესით გადაიკეტა გაზის ონკანები, დაკეტილ ბინაში შესვლის მიზნით კი სამაშველო ეკიპაჟის გამოზახება მოხდა.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ საცხოვრებელ სახლში გაზის დაგროვების მიზეზი ღიად, გახსნილ მდგომარეობაში დატოვებული გაზქურის ღუმელი იყო. კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის იმ მოქალაქეს რომელმაც ყურადღება გამოიჩინა და კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა. მადლობა „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებს დროულად და პროფესიონალურად შესრულებული საქმისთვის. კომპანია ასევე მადლობას უხდის სამაშველო სამსახურს გაწეული დახმარებისთის.

„თბილისი ენერჯი“ კიდევ გაფრთხილებთ - სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ გაზის დანადგარები. არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ეს განსაკუთრებით საშიშია ცივი ამინდების დროს, მაშინ როცა ფართის განიავება არ ხდება. გახსოვდეთ, თქვენს უყურადღებობასა და დაუდევრობას შესაძლოა, ადამიანის სიცოხლე შეეწიროს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^