დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარადგინეს, რომელშიც წარმოდგენილია მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.
პოლიტიკური ლიდერებდან ყველაზე მაღალი შეფასება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაიმსახურა.
კითხვაზე - როგორ შეაფასებდით თბილისის მერის საქმიანობას? გამოკითხულთა 11 % ძალიან კარგად, 34 % - კარგად, 37 % - საშუალოდ, 10 % - ცუდად და 5 % - ძალიან ცუდად აფასებს.
ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომლის საქმიანობასაც 1 % - ძალიან კარგად, 12 % - კარგად, 43 % საშუალოდ, 21 % - ცუდად, 7 % - ძალიან ცუდად.
აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.7 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.