Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლო ოქრუაშვილს ნახევარმილიონიან გირაოს არ დათანხმდა

19 სექტემბერი, 2019 17:44

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. მასთან ერთად ციხეში რჩებიან იგივე ბრალდებით დაკავებული თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილიც.  

ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი სასამართლოს დამატებით გარანტიად 500 000 ლარიან გირაოს სთავაზობდა. ამასთან მას მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების პირობების შესრულებაში თავდებად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ოპოზიციის წარმომადგენელი პაატა დავითაიაც უდგებოდა, თუმცა სასამართლოსთვის არც ეს გარემოება აღმოჩნდა გადამწყვეტი.

საქმის პროკურორის განცხადებით, გირაოს გაზრდის ფაქტი არ ამცირებს ბრალდებულს მიმალვისა და გამოძიების პროცესისთვის ხელი შეშლის რისკს, რაც გაიზიარა კიდეც სასამართლომ.

ოქრუაშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მათ მიერ სოლიდური გირაოს შეთავაზება, რაც რეალურად უზრუნველყოფდა აღმკვეთი ღონისძიების მიზნებს, თუმცა როგორც იგი აცხადებს, 500 000 კი არა 5 მილიონიც რომ შეგვეთავაზებინა იგივე შედეგს მიიღებდნენ, ვინაიდან ოქრუაშვილის დაჭერა სამართლებრივი გზებით არ გადაწყვეტილა და ამ პროცესში გარეშე ძალები იყვნენ ჩარეულნი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^