Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ ალანია იმ მოსამართლეების ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც ე.წ. კლანის წევრები არიან - ჯანეზაშვილი

23 სექტემბერი, 2019 14:48

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ნომინირებულ კანდიდატებს დეპუტატების გარდა, კითხვებს, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები დაუსვამენ.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, პროცედურა, რომელიც კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსასმენად დაადგინა, უსამართლო და არადემოკრატიულია. ბესელიას თქმით, ფრაქციებს მიღმა მყოფ დეპუტატებს კითხვა-პასუხის პროცესისთვის 20 წუთი გამოეყოთ, რაც არასაკმარისია. ბესელის პოზიციას მხარი დაუჭირეს მისმა კოლეგებმა ოპოზიციური ფრაქციებიდან, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არ გაიზიარა. ანრი ოხანაშვილის თქმით, მხარეებს შეკითხვებისთვის გონივრული ვადა აქვთ მიცემული, გასაუბრების პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

გასაუბრების პროცესი გვარების ანბანური თანამიმდევრობის პრინციპით იმართება და შესაბამისად დეპუტატთა წინაშე პირველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია წარდგა. დეპუტატები დაინტერესდნენ ალანიას მიერ წარსულში განხილული საქმეებით. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა ე.წ „მუხროვანის ამბოხის“ სახელით ცნობილ ბრალდების საქმეს, რომელიც მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა. მისმა კოლეგიამ ძირითად ნაწილში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს, ლევან ამირიძეს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა, კობა ოთანაძეს – 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს, შოთა გორგიაშვილს - 19 წელი შეეფარდათ. 2012 წელს საქართველოს პარლამენტმა მუხროვანის ამბოხის საქმეზე მსჯავრდებული 20 პირი პოლიტიკურ პატიმრად ცნო. ალანია მიიჩნევს რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და განაჩენი კანონის ფარგლებში იქნა მიღებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ასევე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის საქმეზე ზედმეტად მკაცრი განაჩენი არ გამოუტანია. ალანიას საქმის შესახებაც შეკითხვა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დაუსვა.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც ყუფარაძის საქმეს განიხილავდა, ძალაში დატოვა 14 წლის გვანცა ყუფარაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი. მას კლასელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯა. 

იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „ლიბერალთან“ აცხადებს, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის თამარ ალანიას მსგავსად სხვა მოსამართლეებიც მალავენ ვინ შესთავაზა მათ სიაში შეყვანა. იუსტიციის არამოსამართლე წევრი ამბობს რომ როგორც ჩანს საქმე ადამიანთა იმ ჯგუფთან გვაქვს, რომლებიც ერთიანად შეთანხმდნენ კანდიდატებზე და ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს არ შეატყობინეს. ჯანეზაშვილის თქმით, სწორედ ეს ადამიანები არიან ე.წ. კლანის წევრები, რომლებიც ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ ისევ იმ კანდიდატების გაყვანა მოხდეს, რომლებიც წინა 10 კაციან სიაში იყვნენ.

„თამარ ალანია ისევ ის კანდიდატია, რომელიც წინა 10 კაციან სიაშიც იყო. ამიტომაც მის მიმართ გარკვეული ეჭვები არსებობს, რომ ის ე.წ. კლანის წევრების ფავორიტია. ალანია შეგნებულად არ ასახელებს იმ ადამიანის ვინაობას, ვინც მას უზენაესი მოსამართლის კანდიდატობა შესთავაზა. ალანიას მსგავსად სხვა კანდიდატებიც არაფრით ამბობენ, სიაში შეყვანა ვინ შესთავაზათ. ალანია არის იმ ადამიანების რიცხვში, ვინც ჩინჩალაძის ე.წ. კლანის წევრებში დიდი ნდობით სარგებლობს.

თამარ ალანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვაა დაგროვილი, თუნდაც მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ის ხელს აწერდა და ყოველთვის თავგამოდებით იცავდა იმ სისტემას, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძემ შექმნა. ალანიამ კარგად იცის ვინ არის მურუსიძე, თუმცა მის შესახებ ყველა დასმულ კითხვას თავს არიდებს. ამიტომაც ეს ქალბატონი ჩემში ნდობას არ აღძრავს. არასდროს იმ მოვლენებზე რაც სასამართლოში ხდებოდა შეფასება არ გაუკეთებია. გასაუბრებაზე მურუსიძეზე რაც კითხეს ყველაფერს თავი აარიდა“,-აცხადებს ჯანეზაშვილი „ლიბერალთან“.             

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^