მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო ევროპაბეთის ბრენდ ამბასადორია. კამპანიის „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის” ფარგლებში პირველი ვიდეო რგოლი იანვარში გამოვიდა, იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონის მონაწილეობით რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ვიდეო რგოლი ვიხილეთ.
მოგებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვა იოლი არ არის. ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა გათამაშებების წამყვანების გულწრფელ მილოცვებს პასუხად უხეში და უემოციო „გაიხარე ძმა” მოსდევს. ევროპაბეთის და ანდრეა პირლოს ახალი კამპანია სწორედ ამ, ერთი შეხედვით უცნაური მოვლენის შესახებ გვიყვება.
ცისფერი მთები’ თუ ნანახი გაქვთ, კუმისელი რეიკის შესახებაც გსმენიათ და ანდრეა პირლოც იცით ვინ არის, მაშინ გირჩევთ, არ გადადოთ და კლიპს ახლავე უყუროთ.
პროექტზე სარეკლამო კომპანიამ WINDFOR'S იმუშავა, გადაღებებს Metro Production აწარმოებდა. ირინა საყვარელიძე ევროპაბეთისგან მიღებულ დავალებასა და პროექტის დეტალებზე საუბრობს.
ირინა საყვარელიძე (სინიორ კოპირაიტერი, WINDFOR’S)
„ერთი შეხედვით, უცნაური დავალება მივიღეთ ევროპაბეთისგან. აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში, გათამაშებაში მოგებული ადამიანები, არ ან ვერ გამოხატავენ მოგებით გამოწვეულ სიხარულს. როგორც წესი, წამყვანი ცდილობს, ერთი-ორი ემოცია მაინც დასტყუოს გამარჯვებულს, სანაცვლოდ კი, უმეტეს შემთხვევაში გვესმის - „გაიხარე, ძმა…” ევროპაბეთს სურდა, მომხმარებლებისთვის ეთქვა, რომ როდესაც მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობ, შეგიძლია მოგებით მიღებული სიხარულიც მარტივად გამოხატო - „გაიხარო”. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საოცრად დიდი პრიზები თამაშდება.
გადავწყვიტეთ, გათამაშებაში სატელეფონო საუბრების ის მხარე გვეჩვენებინა, რომელიც არასდროს გვინახავს - „ვერგახარების” საპატიო მიზეზები. იდეების გენერირებისას იმდენად გავცდით რეალობის საზღვრებს, რომ მიხვდით - ამბის სათქმელად, სწორედ ფანტასმგარეული, კომიკური და ხანდახან, მისტიკური ამბები უნდა მოგვეყოლა.
საბოლოო ჯამში, როგორც ვიდეორგოლის, ასევე კამპანიის მთავარი მესიჯი მარტივია - ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის - ამ დროს, მოგებაც ბევრად უფრო სასიამოვნოა და მოგებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვაც შესაძლებელი.”
ევროპაბეთი თავის მომხმარებლებს კვლავ მოუწოდებს, მხოლოდ სიამოვნებისთვის ითამაშონ და ყოველი თვის ბოლო შაბათს საოცარი პრიზების მოგების საშუალებას აძლევს. დარეგისტრირდი EUROPEBET.COM-ზე, დააგროვე ბილეთები ნებისმიერ თამაშში და გახდი უპრეცედენტო გათამაშების მონაწილე.
შენ შეგიძლია გახდე იუვენტუსის აქციების (!) მფლობელი, მოიგო ფულადი პრიზები 700 000₾-დან, მოიგო ექვსი Fiat 500-დან ერთ-ერთი და ყველაზე ექსკლუზიური პრიზი: Mercedes-Benz G-Class. დეტალებს გაეცანი აქ.
გაიხარე ძმა!
ვიდეოს ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=WntlkObY5Hs