Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსახლეობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ჭავჭავაძის რეაბილიტაცია წელსვე დასრულდეს - კალაძე

25 სექტემბერი, 2019 12:29

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი წელსვე დასრულდება. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, სოციალურ ქსელში ჩატარდა გამოკითხვა და გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა.

„ვკითხეთ საზოგადოებას, თუ რას ფიქრობენ პროექტის სამუშაოების მომავალ წელს გაგრძელებასთან დაკავშირებით. „ფეისბუქით“ გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ სამუშაოები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის ხელმძღვანელობით, აზრი ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხეთ. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ სამუშაოების გაგრძელების მომხრეა. ჩვენს გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომ ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები. ვფიქრობ, რომ სწორია სამუშაოების გაგრძელება და მოსახლეობას ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სამუშაოებს გავაგრძელებთ", განაცხადა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, ქვედა ფენებში გზის მოწყობის სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დასრულდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^