Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბესელიას ინციდენტი და რეაქციები

26 სექტემბერი, 2019 19:01

„ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა. დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს დაიწყო. ზარდიაშვილმა ბესელიას მისამართით ჩაილაპარაკა, „ბესელიას მორალი სახსენებელი არ არის". სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება . 

კომიტეტის სხდომაზე ბესელიას მხრიდან ზარდიაშვილის მისამართით ისმოდა: „ნაძირალა", „ადეიშვილის ხელის მონა“, „ნარკოტიკების ტესტის ვერ გავლის გამო გამოგდებულო.“

ბრალდებები ვანო ზარდიაშვილისგანაც ისმოდა. ის ეკა ბესელიას სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მისი შვილის შეწყალების ფაქტს ახსენებდა. ასევე უთითებდა, რომ მისი მეგობრები სააკაშვილის ხელისუფლების და სასამართლოს მაღალჩინოსნები არიან.  

დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიასთან დაპირისპირების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ბესელიას საქციელი მისთვის მოულოდნელი არ იყო. როგორც ზარდიაშვილი ამტკიცებს, მას ბესელიასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„ეკა ბესელიასთვის შესურაცხყოფა არ მიმიყენებია. იგი მუდმივად ცდილობს ამ პროცესში თავის დამკვიდრებას, პოლიტიკური ფსკერიდან ამოწევას. შესაბამისად, მან იკადრა ყველაფერი ის, რაც იკადრა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომლისთვისაც ძალადობა არის პრინციპში მისაღები კი არა, მისი ხერხებია და ინსტრუმენტი ქართულ პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

პარლამენტის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა TV პირველის წამყვანს, დიანა ტრაპაიძეს სექსისტური ქვეტექსტის შემცველი შეკითხვა დაუსვა.

„როგორც ქალს და როგორც მანდილოსანს, სუსტი სქესის წარმომადგენელს, ობიექტურ ჟურნალისტს, თქვენ მოგეწონათ ბესელიას დღევანდელი საქციელი?" - მიმართა ზარდიაშვილმა წამყვანს, ტრაპაიძემ კი უპასუხა, რომ ის სუსტი სქესის წარმომადგენელი არ არის. ეკა ბესელიას მიმართ მსგავსი განცხადება გააკეთა სოფო კილაძემაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა კი ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ეკა ბესელია კვლავ გახდა. მისი აზრით, მსგავს ტერორში მხოლოდ ქალები ხვდებიან.  ამიტომაც ბოკუჩავა გენდერული საბჭოს წევრების მხრიდან ითხოვს, რომ აზრი დააფიქსირონ, რათა სხვა ქალებს პოლიტიკური საქმიანობის არ შეეშინდეთ.

„მე პირდაპირ ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილი იყენებს ბრძოლის ყველაზე ბინძურ მეთოდებს, მათ შორის თავისი გუნდის და თავისი გუნდის ყოფილი წევრების მიმართ" - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ეკა ბესელია კი  მასსა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციების „გატარებას“ არ აპირებს. ის ოხანაშვილს მოუწოდებს, რომ კომიტეტის სხდომაზე მსგავსი პროვოკაციის თავიდან აცილება უზრუნველჰყოს.

„არ ვაპირებ ასეთი პროვოკაციების მოთმენას და „გატარებას“ . მიკროფონის გარეშე მიაყენებ შეურაცხყოფას ადამიანს თუ მიკროფონით ხელში,  არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.  სიტყვები და პროვოკაციები არაფერს ნიშნავს აქ იმ სასამრთლოსთვის, რომელიც გვინდა, რომ იყოს დამოუკიდებელი, ბევრი წელი ვიბრძოლეთ და თქვენნაირი, ასეთი გოგლი-მოგლი ჭამია ბიჭები ჩირგვებში იმალებოდნენ. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ.  ყველა ვინც ასე მოიქცევა, იგივე პასუხს მიიღებს.ამ არარაობასთან არაფერი საქმე არა მაქვს. მას, რა თქმა უნდა, თავი არ უნდა გაუყადრო ადამიანმა, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, ის შეურაცხყოფები რაც მესმოდა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, გავატარო", - განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^