Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ბესელია ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბრობს

27 სექტემბერი, 2019 13:40

პარლამენტარი და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. ბესელიამ 26 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარ არხში“ განაცხადა, რომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გამართულ ერთ-ერთ  შეხვედრაზე, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ იყო საუბარი, ივანიშვილმა მას სკანადალური მოსამართლეების სიის გატანა მოსთხოვა. ბესელია ამბობს, რომ მან ამაზე ივანიშვილს უარი უთხრა. შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.

„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც ვთქვი, რომ ამ სიას არ გაგატანინებთ და ამის სანაცვლოდ გადავდგებოდი,  თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. არ ვიცი, თამარი ამას დაადასტურებს თუ არა. ჩუგოშვილმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია. მასაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა და ყველაფერი კარგად იცის. იმ დღეს ჩუგოშვილსაც იგივე პოზიცია ჰქონდა, მე გამიკვირდა, სად წავიდა ეს პოზიცია",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას ამ განცხადებას თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. დეპუტატი ადასტურებს, რომ მსგავსი შეხვედრა ნამდვილად შედგა. ჩუგოშვილი იმასაც ამბობს, რომ ორივე მათგანი  მოსამართლეების სიის გასვლის წინააღმდეგები იყვნენ.

"ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ." - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.  

ეკა ბესელიას განცხადებას პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკიც აფასებს. დეპუტატი ამბობს, რომ მსგავსი პოლიტიკური გარიგებები ბიძინა ივანიშვილს არ ახასიათებს.

"გაუგებარია რომელიმე  პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ისეთი სურვილი, რომ   ჩაატაროს შეხვედრა, რომელიც ხვალ თქვენი შეკითხვის საგანი გახდება. გარდა ამისა, ეს „ოცნების“ ხელწერა არ არის. მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის. ზედმეტია ლაპარაკი  რაღაც გარიგებებზე, განსაკუთრებით ქალბატონ ეკასთან", — განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.  

მმართველი გუნდის წევრი და პარლამენტარი დავით მათიკაშვილი ბესელიას ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. დეპუტატი ფიქრობს, რომ ბესელიას განცხადება ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ მას სურდა საკუთარი არაფორმალური მმართველობა სასამართლო სისტემაში დაემყარებინა. მისივე თქმით, პარლამენტში მსგავსი ქმედება, რაც გუშინ ვიხილეთ, სრულიად მიუღებელი და დასაგმობია.   

„არა აქვს მნიშვნელობა დაპირისპირების  მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველგვარ სტანდარტს სცდება. რაც შეეხება ბესელიას განცხადებას ივანიშვილთან შეხვედრაზე,  მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკა ბესელია უკვე თავად გაიბლანდა თავის ტყუილებში.

ბესელიას ერთადერთი მიზანია, რომ  სასამართლოსთან მიმართებაში, საკუთარი არაფორმალური გავლენები დაამყაროს. ფაქტია, რომ ამას ვერ აღწევს და ასეთი გამწარებული ამიტომაც არის. მისი ქმედებები დღითი-დღე უფრო უკონტროლო ხდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^