Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციად შეაფასა

30 სექტემბერი, 2019 12:02

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემაზე უარი უთხრეს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ გამოტანილი განჩინებით, ბათუმის მერიას დაევალა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის მოთხოვნასთან დაკავშირებით გარემოებების საფუძვლიანი გამოკვლევა და სპეციალური ზონალური შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის მესამე მოთხოვნა, რაც მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას გულისხმობდა, იმ მოტივით, რომ იგი მუნიციპალიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განმარტა, რომ სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელიც გასცემს ამ აქტებს. სასამართლო ამოწმებს ეს აქტები კანონიერია, თუ კანონთან შეუსაბამოა.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დისკრიმინაციულ მოპყრობა მხოლოდ ამ კონკრეტული აქტის გამოცემის დროს დაინახა სასამართლომ და ეს არაა ზოგადად მუნიციპალიტეტის, ან სახელმწიფოს სისტემური დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ.

მოსამართლის გადაწყვეტილების მოსასმენად მერიის წარმომადგენელი არ მოსულა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს გამოცემული ბრძანებით, მუსლიმ თემს უარი უთხრა გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვისთვის სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემაზე. მერიამ საკუთარი გადაწყვეტილება იმ მოტივით დაასაბუთა, რომ საპროექტო ტერიტორიას მინიჭებული აქვს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის სტატუსი, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია.

სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ იცავდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^