Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ბესელიას შანტაჟის მსხვერპლთა დასახელებისთვის ამ პირთა თანხმობა სჭირდება

30 სექტემბერი, 2019 16:14

გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსული პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს, თუმცა დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა ვერც გამომძიებელთან გაამხილა, ვინაიდან მისთვის ცნობილი ფაქტები სხვათა პირად სივრცეს შეეხება.

დეპუტატის განმარტებით, გვარების დასახელებას მხოლოდ ამ კონკრეტულ პირთა თანხმობის შემთხვევაში შეძლებს. მისი მხრიდან ამ თემაზე საჯარო განცხადების მოტივაცია დანაშაულის პრევენცია და ამ მძიმე პრობლემის მიმართ, რაღაც ფორმით მაინც, რეაგირების მიღწევა იყო. „ვცდილობ საქმე ისე გავაკეთო, რომ არ დავარღვიო ვინმეს პირადი, დაცული სივრცე, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ადამიანების მორალური ტერორი“, - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, მისთვის ცნობილია ფარული ჩანაწერებით შანტაჟის ოთხი შემთხვევის შესახებ და ყველგან დანაშაულის მსხვერპლს მმართველი გუნდის წევრები წარმოადგენენ. იგი არ გამორიცხავს, რომ რეალურად ამ სპეციფიკური დანაშაულის მეტ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე.  

ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურის წარმომადგენლებთან აგრეთვე ისაუბრა სხვა შესაძლო დანაშაულზეც, სადაც წინა შემთხვევისგან განსხვავებით, შეუძლია დაასახელოს კონკრეტული დეპუტატების გვარები, რომლებიც ზეგავლენით ვაჭრობენ და ამით სარგებელს იღებენ. „ამ კავშირების ერთ-ერთი დადასტურებაა ბატონ დავით მათიკაშვილის მეუღლის მოსამართლედ დანიშვნა. ვანო ზარდიაშვილი იბრალებს, რომ მისი გავლენით მოხდა ეს დანიშვნა. ფაქტია მოსამართლედ არჩევა, რამდენიმე უარის შემდეგ, სწორედ ამ ადამინების პარლამენტში დეპუტატებად შემოსვლის შემდეგ მოხდა. ისიც ფაქტია, რომ ერთ-ერთის მეუღლე იუსტიციის საბჭოს თანამშრომელია და ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესშია ჩართული. თუ გამოძიება დაიწყება მზად ვარ პროკურატურას მეტი ინფორმაცია მივაწოდო“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^