Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი გახარიამ 2020 წლიდან პენსიებისა და ხელფასების ზრდა დააანონსა

30 სექტემბერი, 2019 12:59

2020 სასწავლო წლისთვის სკოლის მასწავლებლების ხელფასი 300 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, 2020 სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით".

პრემიერის თქმით, იზრდება საბავშო ბაღის მასწავლებელთა ხელფასიც. „2020 სასწავლო წლისთვის საბავშო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“,- განაცხადა გახარიამ.

ასევე, 2020 წლიდან პენსიონერებს პენსია 20-30 ლარით გაიზრდება.

„პრინციპების დონეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა.

გარდა ამისა, ასევე პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდაა გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მომავალი წლიდან იგეგმება სამართალდამცავების, ჯარისკაცებისა და ექიმების ხელფასების ზრდაც. 

„გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცავების, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. სახელმწიფო, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით.

2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის მინიმუმი, ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, პირველ რიგში იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცების, სამართალდამცავები და ექიმები“,- განაცხადა პრემიერმა.

დღევანდელი მთავრობის რიგგარეშე სხდომის თემა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^