მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღის 15-მდე აღსაზრდელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზი ბავშვების ინტოქსიკაციაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა- ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,15 -მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის. შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.