„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს იგი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“.
ამ დროისთვის ცეესკოს ყოფილი თავმჯდომარის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, რომლიც იწვევს დამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ასევე შესაძლებელია 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობის გამოყენება.