Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის პროცედურები წამოიწყო

01 ოქტომბერი, 2019 21:57

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ 2017 წელს, დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვისთვის სამართლებრივი პროცედურები წამოიწყო. ადამიანის უფლებებს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომელიც სტრასბურგში სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს დაიცავს, იუწყება, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობისგან უკვე ოფიციალურად გამოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

როგორც ადამიანის უფლებებს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადვოკატი თამარ სამხარაძე „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნავს, ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო, რაც, ამ საქმეზე უფლების დარღვევის სიმძიმეს და კონვენციისთვის სიცოცხლის უფლების დაცვის მაღალ ხარისხსა და მნიშვნელობას უკავშირდება. მისი თქმით, მძიმე დარღვევებზეა საუბარი, როდესაც სიცოცხლის შესაძლო ხელყოფა მოხდა სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან; დაფიქსირდა, სპეცოპერაციის პერიოდში ოჯახის წევრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი, მოგვიანებით კი სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიების ჩატარება.

თამარ სამხარაძის განცხადებით ევროპული სასამართლო მოითხოვს პასუხებს, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით. მათ შორის: ვის მიერ და როგორ დაიგეგმა სპეცოპერაცია და რამდენად კვალიფიციურად იყო შეფასებული სიცოცხლის მოსპობის რისკები, რისი პასუხებიც მათ, საქართველოში ჩატარებული გამოძიების პროცესში ვერ მოიპოვეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის მიხედვით მხარეებს მორიგების შესაძლო პირობებზე შესათანხმებლად 12 კვირის ვადა ეძლევა. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია 12 კვირიან ვადაში წარადგინოს მოსაზრებები განაცხადში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

ადვოკატი ეჭვობს, რომ ამ საქმეზე იუსტიციის სამინისტროსთან მოლაპარაკებისა და დათმობაზე წასვლის რესურსი არსებობდეს, რადგან ეს სახელმწიფოს მხრიდან უმძიმესი დარღვევების აღიარებას უკავშირდება, ამიტომ მას სასამართლო პროცესის გამართვისა და იქ წარმატების მოლოდინი აქვს.

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. განაცხადში მითითებულია რომ, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება). ოჯახის წევრები ასევე დავობენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა). განმცხადებლები ასევე მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) დარღვევას წარმოადგენს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^