ამ წუთებში სადგურის მოედანზე, ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარია. როგორ „ლიბერალის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება სავაჭრო ობიექტიდან მიმდინარეობს მოვაჭრეების ევაკუაცია.
როგორც „ლიბერალს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბაზრობის მეორე სართულზეა ღია ცეცხლია. ადგილზე მობილიზებულია 8 სახანძრო სამაშველო ბრიგადა.
მოვაჭრეები ცდილობენ დაკეტონ კუთვნილი ობიექტები და დატოვონ შენობა. მათი თქმით, ხანძარი სავარაუდოდ სათამაშოების საწყობში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა სხვა ობიექტებზე.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.