„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სასამართლომ კიდევ ერთ ბრალდებაში ცნო დამნაშავედ და მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტს. როგორც ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებდა, ზვიად კუპრავა მას თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული საჩივრის საფუძველზე მას ბრალი 2019 წლის 19 თებერვალს წაუყენეს.
ირაკლი კუპრავა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა და აცხადებდა, რომ ირაკლი ზაქარეიშვილს მის მიმართ კერძო ინტერესები გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ, ამჟამად ზვიად კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 თვიან სასჯელს იხდის. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა 2018 წლის 11 ივნისს, სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს. ზვიად კუპრავა პენიტენციურ დაწესებულებას 24 ნოემბერს დატოვებს.