Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩის" წევრებს მათი ფარული მოსმენის ფაქტის შესახებ ოფიციალურად აცნობეს

02 ოქტომბერი, 2019 15:45

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის” შვიდი წევრი, მათ შორის იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ტორესა მოსი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ გამოძახებულნი. პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ძალოვნების მხრიდან „გირჩის” ლიდერებით დაინტერესებას, ტაქსების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით მის გუშინდელ აქტივობას უკავშირებს.

როგორც ცნობილია, თეთრის გარდა სხვა ფერის მანქანით მგზავრების გადაყვანის აკრძალვის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძე დემონსტრაციულად, ტაქსის ტრაფარეტმიმაგრებული მუქი მანქანით მოძრაობდა, რის გამოც პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ „გირჩის” წევრები უწყებაში მათ მიერ დაანონსებულ კანაფის ფესტივალთან დაკავშირებით წარმოებული საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს. ეს ვერსია დაადასტურა პოლიციიდან გამოსულმა ტორესა მოსმაც. „როგორც აღმოჩნდა, კანაფის ფესტივალის საქმეზე ჩვენი დაკავების შემდეგ, სასამართლოსთვის მიუმართავთ, ჩვენი ტელეფონების ფარული მოსმენის ნებართვის თაობაზე. ერთი თვის განმავლობაში გვისმენდნენ და რადგან ჩვენ საუბრებში ვერაფერი საგანგაშო და დანაშაულებრივი ვერ აღმოაჩინეს, ახლა ხურავენ საქმეს“ - განაცხადა პოლიციიდან გამოსულმა გირჩის წევრმა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არასოდეს გამოურიცხავს, რომ მისი საუბრები ისმინება, მაინც დამთრგუნველად იმოქმედა იმის გაგება - ერთი წლის, თუ ერთი თვის განმავლობაში ვიღაც ოფიციალურად უსმენდა და მისი პირადი ცხოვრების ნაწილზე ხელი მიუწვდებოდა. „ თან მარიხუანას ლეგალიზაციის ფესტივალის გამო, მთელ პოლიტიკურ პარტიას შსს და სუსი გვისმენდა. ეს არის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი ამბავი და არ გვეკადრება ამ საუკუნეში ესეთი ურთიერთობა“, აცხადებს იაგო ხვიჩია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^