Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ახალი 12 წევრი წარადგინა

03 ოქტომბერი, 2019 11:55

მოძრაობა „ლელოს" დამპუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას 12 კაციან ლიდერთა ახალი წევრები გააცნო. წარდგენა დღეს, „ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა.

მოძრაობის ახალი წევრების წარდგენამდე, ხაზარაძემ 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ვალი 2.5%-ით არის გაზრდილი.

„თუ 2012 წელს ვალი იყო 9.1 მილიარდი, 2020 წელს იქნება 22. 5 მილიარდი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისტორიული მაქსიმუმი, როცა მშპ-ის 45 პროცენტი არის ვალი. 2012 წლიდან მშპ-ი არ იცვლება და ერთ ნიშნულზე დგას, რაც ნიშნავს რომ ქვეყანა არ მიდის წინ და მიდის უკან. ვალი 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე იყო 2500 ლარი. 2019 წელს - 5500 ლარი, 2020 წელს კი იქნება - 6000 ლარი. „ოცნების“ ხელისუფლება თითოეულ ჩვენგანს გვიზრდის ვალს. პენსია არათუ მატულობს, არამედ კლებადია,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით უკან მიდის: „თუ ვინმეს ამაზე შეკამათება შეუძლია, მზად ვარ ნებისმიერ დებატებში, იგივე ბიძინა ივანიშვილთან, ციფრებით ვუთხრა თუ სად მიიყვანა მან ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით".

„ლელოს" ახალი წევრები არიან:

1. ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომისტი

2. ალექსანდრე ფირცხალაიშვილი - იურისტი, ადვოკატი

3. თეა ჭკუასელი - პიანისტი

4. ირაკლი სუთიძე - მხატვარი

5. ბესიკ ლიპარტელიანი - სპორტსმენი

6. გია რაფავა -  სპორტსმენი, მორაგბე

7. დავით ბედიაშვილი - ბიზნესმენი

8. თორნიკე შურღულაია - თომას ჯეფერსონის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი

9. ხათუნა თავდგირიძე - მწერალი, ფოლკლორისტი

10. დავით გელაშვილი -  სპორტსმენი, საქართველოს ცურვის განვითარების მენეჯერი

11. აკაკი გელაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

12. გიორგი ოქროაშვილი - პროფესიით ფსიქოლოგი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^