Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმებას ცდილობს

05 ოქტომბერი, 2019 17:45

 ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თანხების მითვისების ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლები საპროცესო მოქმედებებს კვლავ ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვით განაგრძობენ. ამჯერად გამოძიების შეკითხვებს, "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე პასუხობს. დღესვე გამოკითხვაზეა დაბარებული ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიაც. 

„ფრონტის ხაზზეც ვმდგარვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა, არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია, იქ არ მეშინოდა და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების არ შემეშინდება, - განაცხადა პროკურატურაში შესვლის წინ ამჟამად „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ. მას გამოძიების პროცესი მასკარადს აგონებს, რომლის მიზანს ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, კრიტიკული მედიის დაშინება და დისკომფორტის შექმნა წარმოადგენს.

ნოდარ მელაძის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვაზე დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება. „ამ საქმეზე ფიზიკურად შეუძლებელია სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ.. პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს და ამას რამდენიმე მიზანი აქვს: ერთი, ახლაგახსნილი „მთავარი არხის" განეიტრალება და მეორე, „რუსთავი 2-ის" გაკოტრების დაბრალება ნიკა გვარამიასთვის", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე. საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ: რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ყოფილი ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს.

აღნიშნული გამოძების ფარგლებში, მოწმეთა სახით ჩვენებები უკვე მისცეს ტელეკომპანია „ფორმულას" დირექტორმა ვახტანგ გუმბერიძემ და მისმა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა, ასევე „რუსთავი 2-ის" ყოფილმა წამყანმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^