Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა

05 ოქტომბერი, 2019 18:04

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

მას  ფულადი პრიზის სახით   10 000 ლარი გადაეცა.

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან:

გიორგი ჭაუჭიძე - მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი;

ნათია კურტანიძე - გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვეშის, საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;

მაია მენაბდე - ბათუმის მე-3 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „შპს განათლება", ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

თამარ ადამია - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერისა და თბილისის 26-ე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი. 

ქეთევან მერებაშვილი - გეოგრაფიის პედაგოგი სკოლა ლიცეუმში „პრომეთე”.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მესამედ    ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^