Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვარ და ვერ ვგრძნობ, რომ ჩემს დამოუკიდებლობაში ვინმე ერევა - მაია ვაჩაძე

07 ოქტომბერი, 2019 20:01

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მაია ვაჩაძის წარდგენით დაიწყო.

მაია ვაჩაძე რომელიც 32 წელია სასამართლო სისტემაში მოღვაწეობს და ბოლო 20 წელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, კარიერა დაიწყო 1985 წელს იუსტიციის სამინისტროში, სადაც 1995 წლამდე მუშაობდა. 1995 წელს დაინიშნა გლდანის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და საკორპორაციო სამართლის მოსამართლედ. 1998-1999 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 1999 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

ამჟამად მაია ვაჩაძე არის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით.

როგორც წინა კანდიდატებთან დეპუტატებთან გასაუბრებისას მაია ვაჩაძის მიმართ დასმული შეკითხვების უმეტესობა გასული წლების, მათ შორის სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის შეფასებას უკავშირდებოდა.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, კანდიდატს არ აღიქვამს ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრად, თუმცა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება მაინც გააჩნია. დეპუტატი დაინტერესდა მისი სამოსამართლეო პრაქტიკის განმავლობაში, ქრონოლოგიურად, როგორ შეაფასებდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს.

მაია ვაჩაძის შეფასებით, სასამართლოს რეფორმის პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავდა 1999, 2000, 2001 წლებს, სასამართლო იყო ბევრად დამოუკიდებელი. 2003 -2012 წლებში, მიუხედავად იმისა რომ სასამართლო შებოჭილი იყო აღმატებული საჯარო ინტერესით, ხოლო კერძო ინტერესი მეორეხარისხოვანი იყო მიჩნეული, მისი ყველა გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას და კანონის ჩანაწერებს. ვაჩაძის განცხადებით, იმ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიდან, შესაძლებლობა რომ მიეცეს, ზოგიერთს შეცვლიდა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მოსამართლეებს უფრო გამართულ საკანონმდებლო სივრცეში უწევს მუშაობა. სასამართლოს ამჟამინდელი მდგომარეობა კი ვაჩაძემ ასე შეაფასა: „დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვარ, მილიონიან დავებს განვიხილავ და ვერ ვგრძნობ, რომ ჩემს დამოუკიდებლობაში ვინმე ერევა“.

დეპუტატ გედევან ფოფხაძის შეკითხვაზე ზურა ადეიშვილს, რა პროცენტით შეეძლო უზრუნველეყო მისი სასურველი გადაწყვეტილება სასამართლოში?“ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ იუსტიციის მინისტრად დანიშვნამდე ზურა ადეიშვილთან, სამსახურეობრივი შეხება ჰქონდა, თუმცა მინისტრობის პერიოდში, კონტაქტი აღარ ჰქონია. „ეს ჩვენთვის უცნობი თემა იყო. გულწრფელად გეუბნებით, იყო თუ არ იყო, არ შემიძლია დადასტურება, რადგან ჩემამდე არ მოსულა“, - განაცხადა ვაჩაძემ .

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^