Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძე: ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი

10 ოქტომბერი, 2019 12:36

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების მუხლით აღძრული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე ასევე გამოცხადდა პროკურატურის მიერ უკანონოდ ცნობილ ფინანსურ ტრანზაქციებში დახმარების გაწევისთვის ბრალდებული, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელიც.

მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს გუშინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მედიას, არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს მოუწოდა, იხილონ თუ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან! ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!", - წერს მამუკა ხაზარაძე.

დღეს, სასამართლო დარბაზში შესვლამდე, მხოლოდ მოკლე პოლიტიკური განცხადებით შემოიფარგლა: „ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დაპირებები, ტყუილი დიპლომი.. მე ჩემ მეგობრებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხოთ ეს ტყუილი, განვდევნოთ და გამჭირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა. 

ავთანდილ წერეთელი დარწმუნებულია, რომ ეს სასამართლო პროცესი 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. „უნდათ, რომ ის ტელევიზიები, რომლებიც არ ემორჩილებიან მთავრობას, არ იზიარებენ მათ პოზიციას, დააშინონ... თუნდაც დამიჭირონ ჩვენი ტელევიზია თავისუფალი იქნება“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

ვახტანგ წერეთლის განცხადებით, ყველა კრიტიკულ მედიაზე, რომელთაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აღძრეს საქმეები და დღეს ერთ-ერთი პროცესია: „ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანებს ევაჭრონ თავისუფლებაზე. ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ვაჭრობას. ტელევიზია შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას და იმ სახეს რაც დღეს აქვს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულები წინასაგამოძიებო მოქმედებების პერიოდში თავისუფლებაში სოლიდური გირაოს გარანტიით დარჩნენ. სასამართლომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის, ხოლო ავთანდილ წერეთელს 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^