Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

20 ივნისს დაზარალებულებისათვის სტატუსის მინიჭებას საია უკვე სასამართლოს სთხოვს

11 ოქტომბერი, 2019 18:16

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოს, პროკურატურის იმ დადგენილების გაუქმებას სთხოვს, რომლის მიხედვით  20-21 ივნისს აქციაზე სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ძალის შედეგად დაშავებულ 16 დემონსტრანტს და ჟურნალისტს  დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭათ.

როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 16 პირისათვის, მათ შორის 8 ჟურნალისტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საიამ გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართა, თუმცა, მოთხოვნა პროკურორმა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმა ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

პროკურატურა განმარტავს, რომ ამ დროისათვის არ არსებობს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი. ერთის მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ ,,მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია  ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს“, თუმცა, ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს. პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მნიშვნელოვანია ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და მექანიზმი, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები.

საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ იგი სარგებლობს დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით. შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას აქვს არსებითი მნიშვნელობა დაზარალებულის უფლებების დასაცავად“ - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურაში გვიდასტურებენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს გამოძიებები, რის შედეგადაც შესაძლოა დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს. „დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და რომლითაც უნდა დადგინდეს მათ მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მისი გამომწვევი მიზეზები თუ საშუალებები. გარდა ამისა, გამოძიება სწავლობს, თითოეულ ამ პირთან მიმართებით მოხდა თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენება კანონით დადგენილი წესის დარღვევით. შესაბამისად, მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეფასდება თითოეული ეპიზოდი და ინდივიდუალურად გადაწყდება შეკრების შეწყვეტისას დაშავებული პირების - როგორც შეკრებაში მონაწილე მოქალაქეების, ასევე სამართალდამცველების დაზარალებულად ცნობის საკითხი“ აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^