Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

12-13 ოქტომბერს „ახალ მზიურში" მწვანე ფესტივალი გაიმართება

11 ოქტომბერი, 2019 19:42

„კლიმატის კრიზისი და სხვა გლობალური პრობლემები უკვე ცხადყოფს, რომ ან გვაქვს მწვანე მომავალი, ან მომავალი საერთოდ არ გვაქვს”, - ამბობს მწვანე პოლიტიკური ფესტივალის Green Fest კოორდინატორი მარიამ ვაწაძე.

ფესტივალი 12-13 ოქტომბერს „ახალი მზიურში”, ჭავჭავაძის 23 ნომერში გაიმართება და მისი მთავარი თემებია - მწვანე პოლიტიკა, გარემო და კლიმატი საქართველოს კონტექსტში. 

„წელს  მწვანე ფესტივალზე განვიხილავთ მწვანე პოლიტიკის არსსა და კლიმატის კრიზისს, ანუ თანამედროვე მსოფლიოს უმწვავეს გამოწვევას და ერთადერთ სწორ პასუხს მასზე. ამავე დროს განვიხილავთ, თუ რატომ არის ეს ყველაფერი საქართველოშიც ისეთივე მნიშვნელოვანი და საჭირო, როგორც გლობალურად და რატომ ხდება კლიმატის ცვლილება ჩვენს ქვეყანაშიც” - ამბობს მარიამ ვაწაძე.

და რა გამოარჩევს წლევანდელ მწვანე ფესტივალს?

პირველი დღე:

რიგით მეხუთე Green Fest-ი მოიცავს როგორც საკმაოდ აკადემიურ, ისე  სახალისო აქტივობებს. მარიამ ვაწაძის თქმით, პირველი დღე მთლიანად დაეთმობა მწვანე პოლიტიკაზე საუბარს: „ფესტივალი გაიხსნება დისკუსიით, სადაც მწვანე პოლიტიკის სამ მთავარ შემადგენელ ასპექტი იქნება განხილული - ეკოლოგია, სოციალური სამართლიანობა, ფემინიზმი და ქვიარ საკითხები.” 

„რატომ არის მწვანე პოლიტიკა მემარცხენე?” - ამ კითხვაზე პასუხის მოსმენას უკვე გიორგი მაისურაძის ლექციაზე შეძლებთ, 17:00 საათზე.  

როგორც „მწვანე ფესტივალის" ერთ-ერთი კოორდინატორი თამარ ჯაყელი ამბობს, ის ფესტივალის განმავლობაში განსაკუთრებით დიტერ იანეჩიკის ლექციას გამოარჩევდა: „ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წლევანდელ პროგრამაში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის, დიტერ იანეჩეკის ლექციაა. იანეჩეკი ბუნდესტაგში მწვანეთა პარტიას წარმოადგენს, შესაბამისად იგი ისაუბრებს მწვანე პოლიტიკაზე სოციალური და გარემოსდაცვითი კრიზისების პირისპირ, იმ კრიზისების, რომლებიც ნელ-ნელა უფრო და უფრო ღრმავდება და მწვავდება.”

იანეჩიკის ლექციის „მწვანე პოლიტიკა  თანამედროვე პოლიტიკური და სოციალური კრიზისების პირისპირ" შემდეგ უკვე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ორგანიზებით წიგნის  „მწვანე საკითხავი" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ისეთ საკითხებს ეხმიანება, როგორიცაა  მწვანე მოძრაობის საფუძვლები და ღირებულებები (უილიამ კრონონი), დისკუსია მწვანე ეკონომიკის გარშემო (ულრიხ ბრანდი, მოლი სკოტ ქეითო, ტიმ ჯექსონი),  განვითარების კრიტიკა ეკოფემინისტური პერსპექტივიდან (ვანდანა შივა) და სოციალური ეკოლოგიის ცნება (მიურეი ბუკჩინი). 

პირველი დღე ჰაუს პროექტი LonelinessF2 B2B DEVI-ისა და ფოლკლორული ანსაბლის “კამილია” მუსიკის ფონზე დასრულდება. 

მეორე დღე:

„მეორე დღის პირველი სესიაა ახალგაზრდა მკვლევართა პრეზენტაციები, სადაც მათ ვაძლევთ სივრცეს, მნიშვნელოვანი ფაქტები თაროზე შემოდების ნაცვლად ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.” - ამბობს მარიამ ვაწაძე. 

მეორე სესია, რომელიც 16:00 საათზე გაიმართება, უკვე შეეხება გარემოსდაცვით ბრძოლას ადგილობრივ კონტექსტში, სადაც მოწვეულნი არიან ადგილობრივი პანკისელი ჰესების მოწინააღმდეგე აქტივისტები და თამთა მიქელაძე (EMC - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი).

ფესტივალის ორივე დღის პარალელურად გაიმართება Flea Market - ნივთების უფასო გაცვლა-გამოცვლა, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება მოიტანოს, ან სულაც წაიღოს სხვების დატოვებული ტანსაცმელი, მცენარე, წიგნი, და სხვა. 

ფესტივალი დაიხურება ზაზა ხალვაშის ფილმით „ნამე”.

„გამოვარჩევდი ფესტივალის დახურვის ღონისძიებას, ფილმის ჩვენებას - ჩვენ წელს გადავწყვიტეთ, ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის "ნამე" ვაჩვენოთ შეკრებილ საზოგადოებას. „ნამე" საოცარი ფილმია და არაჩვეულებრივად ასახავს ჩვენი ეპოქის მთავარ გამოწვევას - ინდუსტრიალიზაციას, რომელიც გარემოს განადგურების და ამ გარემოში არსებული რიტუალების და ტრადიციების მოსპობის ხარჯზე აპირებს ჩვენში ტექნოლოგიური „პროგრესის" აუცილებელი სიკეთის იდეის დამკვიდრებას. ვფიქრობ, მწვანე ფესტივალი ფართო აუდიტორიისთვის იქნება საინტერესო, რადგან იგი მოიცავს როგორც საკმაოდ აკადემიურ, ისე ძალიან სახალისო აქტივობებს!” - ამბობს თამარ ჯაყელი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^