Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამთას ფეხი დაუცდა და დამტვრეულ ინვენტარზე თავადვე დაეცა - მარიამ კუბლაშვილი

11 ოქტომბერი, 2019 21:30

„თამთას რამდენიმა თვის წინ აქვს ჩვენება მიცემული, სადაც ადამიანები იყვნენ დაკავებულები. მან ცრუ ჩვენება განახორციელა, რის გამოც მისი მეგობარი დააკავეს", - ამის შესახებ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, „ტვ პირველზე“, გადაცემა „პირველებში“ განაცხადა.

კუბლაშვილი აცხადებს, რომ არსებობენ მოწმეები, რომლებიც იტყვიან, რომ სწორედ ამ შემთხვევის მსგავსად გადმოყარა ნივთები და პატრულს უთხრა, რომ მასზე მისმა მეგობარმა იძალადა.

„ახლა რაც შეეხება იმ დაზიანებებს რაც მას ხელზე აქვს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სხეულზე სხვა შეშუპება და დაზიანება არ აქვს. როდესაც ის ამბობს, რომ ილიამ ძირს დააგდო, წიხლებით სცემა, მცირედი შეშუპება ხომ მაინც უნდა ჰქონოდა. ის ამბობს, რომ როცა ბატონი ილია ტელეფონს ართმევდა ხელი მაშინ დაიზიანა. ექსპერტიზა ამბობს, რომ მას ხელი წვეტიანი ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ილია ამბობს, რომ მან ხელი დაცემის დროს დაიზიანა, როდესაც ინვენტარს ამტვრევდა. ამას კი ექსპერტიზაც ადასტურებს. ის მოცემულობა რასაც თამთა ამბობს, ექსპერტიზით არ დასტურდება.

გაუპატიურების მცდელობას კი საერთოდ გამორიცხავს. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. თამთამ ჩვენებაში, როდესაც ამბობს, რომ სამზარეულოში იყო, და ეს ქმედება ილიამ იქ ჩაიდინა, შემდეგ ჩვენებაში კი სულ სხვა ოთახს უთითებს. მან თავისი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ხან ამბობს ერთ ოთახში ვიყავითო და ხან მეორეშიო. ხან ტელეფონი წამართვაო და ხან მაგიდიდან აიღოო“, - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

კუბლაშვილის  თქმით,    მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, თამთა თოდაძესთან ინციდენტის შემდეგ, ყველა თანამშრომელს დაურეკა და  აჩვენა, თამთამ ბიუროს ინვენტარი როგორ დაამტვრია. ადვოკატი ამბობს, რომ ოთახი ილია ჯიშკარიანს  არ დაულაგებია და დამტვრეული  ნივთები თანამშრომლებმა მაგიდაზე უკან თავად  დაალაგეს, რადგანაც ნამსხვრევები კარებში ეყარა და  ვეღარ მოძრაობდნენ.

„ოთახი თანამშრომლებმა თავისი ინიციატივით დაალაგეს. ილია ჯიშკარიანი ძალიან ემოციურად იყო და ის ვერ წარმოიდგენდა, რომ თამთა მას ძალადობისთვის უჩივლებდა. ილიას რომ ეს სერიოზულად აღექვა, ის ხომ პოლიციას თავად დაურეკავდა. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც წინასწარ სასამართლოს გარეშე ყველა დამნაშავედ ასახელებს. ბატონ ილიას, რომ თამთას მუქარა რეალურად აღექვა, ჩივილს ის დაასწრებდა?

 ძირს დააგდო მამაკაცმა, წიხლით და ხელებით სცემა და მას სხეულზე არცერთი შეშუპება და დაზიანება არა აქვს? თამთას ფეხი დაუცდა და დამტვრეულ ინვენტარზე თავადვე დაეცა,  ბატონმა ილიამ კი ის წამოაყენა. თამთამ კარგად იცის, რომ ერთი ზარი ქალის ძალადობის შესახებ  და კაცი უკვე  ციხეში მოხვდება.  კაცს სხეულზე ერთი ნაკაწრი არა აქვს, თუ თამთას ეძალავებოდა, მაშინ რამე დაზიანება ხომ უნდა ჰქონდეს? " ,-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ის სოციალურ სივრცეში დიდი აგრესიის სამიზნე გახდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მის მიმართ უმრავი რამ იწერება და ამბობენ როგორ გაბედა მან მოძალადის  დაცვა. კუბლაშვილი აცხადებს, რომ ის არის ადვოკატი და მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის. ან რა სქესის არის მისი დაცვის ქვეშ მყოფი.  ადვოკატის თქმით, ვერავინ იტყვის, რომ მას ქალები არ დაუცვია და ქალების ძალადობის წინააღმდეგ არ წასულა.  

„ძალიან დიდი ბოროტებაა, როდესაც ზუსტად იცი, რომ ადამიანი უდანაშაულოა და მას არ ეხმარები, რადგანაც გეშინია, რომ შენზე ცუდი არავინ თქვას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ადამიანის უდანაშაულობას დავადგენ. ძალიან გთხოვთ ჩემი პროფესიული მოვალეობა შემასრულებინეთ. როდესაც კონკრეტულ ნიუანსებზე მეკითხებიან, იძულებული ვარ ძალიან არასასიამოვნო გარემოებებზე ვისაუბრო“,-განაცხადა კუბლაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^