Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერია მეტროს 40 ვაგონს 60 მლნ დოლარად შეისყიდის

15 ოქტომბერი, 2019 12:01

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, მუნიციპალიტეტი დაახლოებით, 60 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40 ვაგონს შეისყიდის. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მეტროსადგურებისა და ვაგონების რეაბილიტაცია სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

„მეტროს დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, იქ არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვაგონების, ასევე, მეტროსადგურებისა და გვირაბებში არსებული სიტუაციის მხრივ. ამიტომ, დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 450 კილომეტრზე მეტი კაბელი შეიცვლება. ასევე, მთლიანად შეიცვლება გამნიავებელი სისტემა თავისი აგრეგატებით. აღნიშნული სამუშაოები მომავალი წლის ივლისში დასრულდება.

მეტროს 40 ვაგონი იქნება პირველ ეტაპზე შეძენილი. ეს არის ოთხვაგონიანი ათი შემადგენლობა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა, რადგან ეს ჩვენთვის სიახლეა და მათი ექსპერტების ჩართულობით, ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაგონების შესყიდვა. დაახლოებით, 60 მლნ დოლარი ჯდება ახალი ვაგონების შესყიდვა და ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა იქნეს მოწოდებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^