Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი რომ ვიყო, პროკურატურას აუცილებლად ვესტუმრებოდი - წულუკიანი

17 ოქტომბერი, 2019 12:29

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეწყალების საქმეზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით,   პრეზიდენტი რომ იყოს, პროკურატურას აუცილებლად ესტუმრებოდა. 

„ხუმრობა იქით იყოს და მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას... მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას. პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსიტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“ - განაცხადა წულუკიანმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და იოსებ ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეწყალების სკანდალზე გამოძიება დაიწყო.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ის შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე, პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კითხვა უკან შეუბრუნა, „არა, რატომ უნდა მივსულიყავი პროკურატურაში?“, - განაცხადა მან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^