
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ უწმინდესთან საუბრის თემა მის ბიზნესებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
„ვისაუბრეთ მოძრაობა „ლელოს“ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე-ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის!“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.