Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენ დავდებთ პროგრამას, საქართველოში უამრავი სამუშაო ადგილი როგორ უნდა შეიქმნას - ხაზარაძე

18 ოქტომბერი, 2019 16:36

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლი მამაუკა ხაზარაძე პირობას დებს, რომ მისი გუნდი წარადგენს გეგმას და პროგრამას, თუ როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში უამრავი სამუშაო ადგილი. ხაზარაძემ ამის შესახებ  „მწვანე ქალაქი - ლისის“ ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც „ლელოს" კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა. 

„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა და მის უკან გვჭირდება პროფესიონალური გუნდი, რათა სამუშაო ადგილები შევქმნათ. ამისთვის კი სახელმწიფოს მუდმივად ახალი სისხლი სჭირდება. ახალი ენერგია, ახალი ადამიანები - ეს იქნება სწორი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენი ემიგრაცია დაიძრას და თქვას - ჩემი ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება მეც მინდა. მხოლოდ ფული კი არ გადმოვურიცხო ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, რომელთაც  სამუშაო არ აქვს, არა, ჩამოვალ და ერთ-ორ სამუშაო ადგილს მეც შევქმნი.

ამიტომ ჩვენ დავდებთ პროგრამას, თუ საქართველოში უამრავი სამუშაო ადგილი როგორ უნდა შეიქმნას. მოქალაქემ ხელფასი როგორ უნდა მიიღოს. ადამიანებს უნდა ვეცადოთ ისეთი პირობები შევუქმნათ, რომ სახლში ხელფასი წაიღოს და ოჯახი გამოკვებოს. ადამიანი უნდა იყოს მიზანი და ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ სწრაფი ტემპებით ვიზრდებით და სწრაფი ტემპით შევცვლით ამ ქვეყანას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა. დღეს გუნდის კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა. 

საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი წევრები არიან:

  1. კახა კაზარაძე – ბიზნესმენი;
  2. ნატალია ბარათელი – ინჟინერი, გეოფიზიკოსი;
  3. ლევან ქოქიაშვილი -რესტორატორი;
  4. ვაჟა სამადბეგიშვილი – ბიზნესმენი;
  5. ლაშა მარგიანი – პოეტი; აქტივისტი;
  6. მარიამ თავაძე – ფილოლოგი, მთარგმენი;
  7. ალექსანდრე რატიშვილი – ინჟინერ-ეკონომისტი;
  8. ლევან ლომთაძე – ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი;
  9. გიორგი ბიჭიაშვილი – ინჟინერი;
  10. გიორგი მჭედლიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
  11. ირაკლი კუცია – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  12. მარიამ აფრასიძე – სამოქალაქო აქტივისტი;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^