მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 12 წლის მოზარდს მატარებელი დაეჯახა. მძიმედ დაშავებული ბავშვი იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით სისხლისა სამართლის საქმე აღიძრა 275 მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ფოთიდან მოდიოდა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.