თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის მომატება უნდა უხაროდეს. ხმალაძის თქმით ამ სიტუაციიდან მოსახლეობა კიდევ უფრო ხეირობს.
„თუნდაც ორი საათი დაჭირდეს გზას, ეს სჯობს, ვიდრე დაავადდეთ. უნდა გაგიხარდეთ ის, რომ მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებას უფრო აქტიურად იწყებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალაქში ნაკლები საცობი და დაბინძურებული ჰაერი აღარ იქნება. თქვენი ახლობლები და თანამოქალაქეები უფრო სუფთა ჰაერს ჩაყლაპავენ", - ამბობს ხმალაძე.
მეტროში მგზავრთა ნაკადის მომატება მას შემდეგ შეინიშნება, რაც ტაქსის რეგულაციების ბოლო ეტაპი ამოქმედდა და ქალაქში ტაქსების რაოდენობა შემცირდა.