სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ „პროგრესბანკი" არის გაუქმებული და მისი დოკუმენტების შემოწმება შეუძლებელია, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და პროკურატურასთან ერთად თიბისი ბანკის არათუ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის, არამედ მთელი 12 წლის საქმიანობის დეტალურ შემოწმებას ატარებს.
ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და მისი განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ საბანკო სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს საქმიან სივრცეში. ეს განცხადებები აშკარად ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი.
სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „პროგრეს ბანკი“ „თიბისი ბანკს“ არ შეუძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, დანარჩენი, თავის ბანკიანად, ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან“. ხაზარაძის განცხადებით, სანამ „პროგრეს ბანკის“ ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც „პროგრეს ბანკში“ „კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა“ დააფიქსირა.
დღეს, 23 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მედიაში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებულ აუდიტის ანგარიშზე, სებ-მა ბანკს მიმართა და ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.
„თიბისი ბანკმა“ შეისყიდა „პროგრეს ბანკის“ დაახლოებით 95%. ამ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი ინფორმაციას არ ფლობს. ჩვენ „თიბისის მენეჯმენტს“ მივმართეთ, რომ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ეცნობებინათ პროკურატურისათვის და ასევე ეცნობებინათ სებ-ისთვის. „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტმა მოგვწერა, რომ მედიაში გავრცელებული შინაარსის მქონე აუდიტის დასკვნა, სადაც ჩანს „ფულის გათეთრების“ ნიშნები, ბანკს არ გააჩნია“, - განაცხადა გვენეტაძემ.