Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერმა მამაკაცმა გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარი სტრასბურგში გაასაჩივრა

24 ოქტომბერი, 2019 17:04

ტრანსგენდერმა მამაკაცმა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე სამოქალაქო რეესტრის უარის მიღების და შემდეგ კი ეროვნული სასამართლოების მხრიდან ამ უარის ძალაში დატოვების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  ნიკოლო ღვინიაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრი“ (EHRAC) დაიცავენ.

როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ნიკოლო ღვინიაშვილი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს.

„სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს სამედიცინო დიაგნოზია „ტრანსსექსუალიზმი.“ ამჟამად ნიკოლოს მეორადი ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია მამაკაცის მახასიათებლებთან.

გარეგნობასა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მითითებულ სქესს შორის არსებული შეუსაბამობის გამო ნიკოლო არაერთხელ გამხდარა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი და შექმნია პრობლემა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობის დროს. აღნიშნულის გამო, 2015 წელს მომჩივანმა ჯერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, შემდგომ კი სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა და მის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის მდედრობითიდან მამრობითით შეცვლა მოითხოვა. აღნიშნულზე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარმოდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი. მომჩივანმა ადმინისტრაციული ორგანოების უარი ეროვნული სასამართლოების წინაშე გაასაჩივრა.

ეროვნულმა სასამართლოებმა ნიკოლო ღვინიაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილეს განმარტეს რა, რომ პირს სქესის შესახებ არსებული ჩანაწერის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ეს ცვლილება ზუსტ შესაბამისობაში იქნებოდა მის ნამდვილ სქესთან. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მომჩივანს არ განუხორციელებია სქესის ცვლილება ქირურგიული ჩარევის გზით, მისი სქესის ჩანაწერი შეესაბამებოდა მის ბიოლოგიურ მდგომარეობას. შესაბამისად, სასამართლოების განმარტებით, მიუხედავად მომჩივნის გენდერული თვით-იდენტიფიკაციისა, არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისადმი არსებული საჯარო ინტერესის და აქტებში არსებული ჩანაწერის სიზუსტის, საიმედოობისა და თანმიმდევრულობის გათვალისწინებით.

ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მომჩივანი დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს გენდერის აღიარებისთვის საჭირო, ეფექტიან და ხელმისაწვდომ პროცედურებს, რაც მომჩივნისთვის, როგორც ტრანსგენდერი ადამიანისთვის სასურველი გენდერის პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სათანადო ასახვას უზრუნველყოფდა. ამასთან, საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოები და ეროვნული სასამართლოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად მსგავსი სახის ოპერაცია ძვირადღირებულ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პროცედურად არის მიჩნეული. სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევად მიიჩნია ევროპულმა სასამართლომაც 2017 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ მიღებულ საქმეზე A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE.  

მომჩივანი წარდგენილი საჩივრით ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე აპელირებს - აცხადებენ საიაში.

 .

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^